დ. ლომიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №735
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დ. ლომიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომ ი ს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური