„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5961
სარეგისტრაციო კოდი
450.130.010.05.001.003.177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 28/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

  

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 29.06.2006, მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 81. გარდამავალი დებულებანი

1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.

2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფო თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“.

2. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასკვნითი დებულებანი“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული თეატრები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულად და მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულების დამტკიცება განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 მარტი.

№5961–რს 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.03.2008.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5961. სარეგისტრაციო კოდი — 450.130.010.05.001.003.177.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №5961, 19.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 450.130.010.05.001.003.177 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20938/