საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობისა და კონსულტაციების შესახებ ოქმი

მიღების თარიღი 25.11.2013
ძალაში შესვლა 25.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №17-69
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2013
matsne.gov.ge 798 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2013 მიღება
25.11.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით                 (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით                                 (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობისა და კონსულტაციების შესახებ ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობისა და კონსულტაციების შესახებ ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდომში „სამინისტროებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა 1995 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების სულისკვეთებითა და დებულებებით, ეყრდნობიან რა 2012 წლის 1 აპრილს ხელმოწერილ  „საქართველოს მთავრობასა და  ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს, ითვალისწინებენ რა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით და 2012 წლის 9 ივლისს ხელმოწერილ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ დეკლარაციას „განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, სურთ რა გააგრძელონ მათ შესაბამის ქვეყნებსა და მთავრობებს (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი) შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული ურთიერთობების გაძლიერება და გამრავალფეროვნება, რომელიც დაფუძნებულია თანაზიარ ღირებულებებსა და მათ საერთო ინტერესებსა და ვალდებულებებზე, მიზნად ისახავენ რა ხელი შეუწყონ ახალ გზებს გაფართოებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც დაფუძნებულია პარტნიორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრიციპებზე, აცნობიერებენ რა, რომ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით რეგულარული და კონსტრუქციული დიალოგი ხელს შეუწყობს ერთმანეთის პოზიციათა უკეთ გაცნობასა და გაგებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მჭიდრო დიალოგის ფარგლებში, სამინისტროები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს საერთო ინტერესის საკითხებთან, საერთაშორისო და რეგიონულ განვითარებებთან დაკავშირებით, საგარეო მინისტრებისა და სხვა დონეებზე, მათ შორის მინისტრის მოადგილეებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დონეზე. მუხლი 2🔗 სამინისტროები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეთანხმდებიან კონსულტაციების გამართვის თარიღებზე, ადგილსა და დღის წესრიგზე. კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში. მუხლი 3🔗 კონსულტაციები მიმართული იქნება თანამშრომლობისა და/ან ინფორმაციის გაცვლის გაღრმავებისა და გაფართოებისაკენ შემდეგ სფეროებში: პოლიტიკური თანამშრომლობის, ისევე როგორც საერთო ინტერესის სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის, როგორიცაა თანამშრომლობა  სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, სამეცნიერო და კულტურისა და სხვა სფეროებში, ხელშეწყობა და გაფართოება; ევრო-ატლანტიკური ინტერაციისა და ნატო-სთან დაკავშირებული უსაფრთხოების სხვა საკითხები, შეიარაღების კონტროლის, შეიარაღებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების გაუვრცელებლობისა და ექსპორტის კონტროლის ჩათვლით; ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, და სხვ. საერთო ინტერესის სხვა რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, რომელთა წევრიცაა ორივე ქვეყანა, დღის წესრიგის გათვალისწინებით. მუხლი 4🔗 სამინისტროები, საჭიროდ ჩათვლის შემთხვევაში, გაცვლიან ინფორმაციასა და შეხედულებებს საერთო ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის გაეროსა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის დღის წესრიგში, ისევე როგორც საერთაშორისო კონფერენციებისა და შეხვედრების ფარგლებში, მათი შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგელობებისა და/ან სამინისტროთა სხვა წარმომადგენლების მეშვეობით. მუხლი 5🔗  მხარეთა დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგელობები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას მესამე ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისათვის. მუხლი 6🔗 სამინისტროებს შუეძლიათ ხანმოკლე ვადით გაცვალონ მათი შესაბამისი დიპლომატიური სამსახურების წევრები ამ ოქმის დებულებათა შესრულებისა და ორი სამინისტროს მუშაობასა და პოლიტიკასთან დაკაშირებით ურთიერთცოდნისა და ურთიერთგაგების გაზრდის მიზნით. ამასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მგზავრობის ხარჯები, დღიური ანაზღაურება, განთავსება) იფარება გამგზავნი სამინისტროს მიერ, თუ ცალკე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 7🔗 სამინისტროები განავითარებენ უფრო ახლო თანამშრომლობას დიპლომატიაში, საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო საქმეებში დიპლომატიური პერსონალისა და სამოქალაქო მოსამსახურეების უკეთესი განათლებისა და მომზადების მიზნით, მათ შორის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს  შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით; ინფორმაციის რეგულარული გაცვლით სასწავლო პროგრამების, კურსების, სემინარებისა და სხვა აკადემიურ ღონისძიებების შესახებ, რომელთა ჩატარებასაც ისინი განიზრახავენ შემსწავლელთა ორმხრივი მონაწილეობის წახალისებისა და დაგეგმვის თვალსაზრისით; საერთო ინტერესების სფეროში პროფესორების, ლექტორებისა და ექსპერტების გაცვლით; საერთო ინტერესის საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი აკადემიური პროექტებისა და პუბლიკაციების დამზადების ხელშეწყობით. მუხლი 8🔗 სამინისტროები ერთად მჭიდროდ  იმუშავებენ კულტურული დიპლომატიისა და მხარეთა შორის კულტურის სფეროში პროექტებისა და პროგრამების შესრულების ხელშეწყობის მიზნით კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათა შორის დიალოგის გათვალისწინებით. მუხლი 9🔗 სამინისტროები შექმნიან ჩარჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და გარღმავების წარმართვისათვის, მათ შორის განვითარების პროექტების განხორციელების ფარგლების, მოლაპარაკებათა პროცესის, მონიტორინგის, კონტროლისა და შეფასების, აგრეთვე ჩართული ექსპერტებისა და სპეციალისტების სტატუსთან, განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის განკუთვნილი საქონლის, მომსახურებებისა და ფონდების დაბეგვრისა და სხვა გადასახდელებთან დაკავშირებული აუცილებელი ზომების ჩათვლით. მუხლი 10🔗 სამინისტროები გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და უზრუნველყოფისათვის. მუხლი 11🔗 წინამდებარე ოქმის განხორციელების მიზნით, სამინისტროები ჩამოაყალიბებენ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და დააფუძნებენ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, ამის საჭიროდ ჩათვლის შემთხვევაში. მუხლი 12🔗 სამინისტროები შეთანხმდნენ, გამონახონ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და გზები. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ ოქმში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და განახლებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ ოქმის ძალაში შესვლის პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს მუხლი 13🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის თარიღიდან და იმოქმედებს, სანამ სამინისტროებიდან ერთ-ერთი არ მიაწვდის მეორეს წერილობით შეტყობინებას შეწყვეტის შესახებ მის გადაწყვეტილებამდე სამი თვით ადრე. შესრულებულია ქ. სოფიაში, 2013 წლის 25 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით                 (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით                                 (ხელმოწერილია)