საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №467

2009 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა    პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სახელმწიფო    შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით    განხორციელების შესახებ

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების გავლის მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ და სარეკლამო ორგანიზაციებთან „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 32 06 02).

 

პრემიერ-მინისტრი                                             ნიკა გილაური