⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.02.2014)
გაუქმებულია:

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
ძალის დაკარგვა 14.02.2014
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 433 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
14.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,28 1
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება №22 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის   შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის  №07 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე                                                                                                                                       დანართი №1 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1.  ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K; ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის დახლების  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1.0-ის ოდენობით; დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე  დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა  0.24 ლარის ტოლია; ე) K –  არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 74.4-ის ოდენობით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ონში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0,28 1 0,24 74,4 5,0 3. ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის  50%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს. 4. ონის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 1,25 ლარს. 5. ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2,5 ლარს.