ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2013
matsne.gov.ge 304 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და  დროშის გამოსახულებები: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება (დანართი №1). ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა (დანართი №2). ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის  გამოსახულება (დანართი №3). ქობულეთის  მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა (დანართი №4). მუხლი 2🔗 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი დანართი №1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება დანართი №2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველსდიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. III ნაწილი - ლაჟვარდის ველს დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. IV ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ქობულეთი“. დანართი №3 ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის  გამოსახულება დანართი №4 ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ზურმუხტოვანი ველი, რომელიც დროშის 1/3-ია. II ნაწილი - ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. II  ნაწილს უჭირავს დროშის ფართობის 2/3. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი – ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.  ფარს გარსშემოუყვება  ვერცხლის კანტი. დროშის პროპორცია 2/3.