ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.11.2013
ძალის დაკარგვა 26.11.2014
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.164.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2013 წლის 28 ნოემბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკველიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ლომიძე
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი:
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ბ)
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
მუხლი 2🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ხელმძღვანელ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება ან მენეჯერული საქმიანობის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4🔗
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მენეჯერული საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება მაინც, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5🔗
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 6🔗
მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, საჭიროა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 7🔗
უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები და საჭირო უნარები.