განჩინება შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16631-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16631-13

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2013 წლი 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა”წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე

 

მოთხოვნა: შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გამოარკვია:

 

2013 წლის 14 ნოემბერს შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 439,87 ლარს. საზოგადოების არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან თენგიზ ქიტესაშვილი და ლონია ჯანაშია. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. ორგანიზაციას ანგარიშ ს წორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”, მაგრამ ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ფორდ LTD“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით AEC 515. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა ორგანიზაციას ბალანსზე ერიცხება სამი სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს“ სახელზე რეგისტრირებული არ არის: VAZ 21213 სახელმწიფო სანომრე ნიშნით ABB 009; „DEDRA LANCHA“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით MSS 641; „SKODA Felicia“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით ABU 194. განმცხადებლის განმარტებით, ყველა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება ამორტიზებულია და მათი ჯამური ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს. ორგანიზაციას სხვა მოძრავი ქონება არ გააჩნია. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა” გადახდისუუნაროა. არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” არ გააჩნია იმ ღირებულების ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი, შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

:

 

1. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” (ს/კ 212272324) განცხადება არ იქნ ე ს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა ს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე:                                               ლაშა ქოჩიაშვილი