„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.
2. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.
3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური – 70 ლარი;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური – 120 ლარი.
4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადების შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 10 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
5. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მიერ საინფორმაციო ბარათის განაცხადის:
ა) შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 2 ლარი;
გ) შეტანისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი.
6. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 20 ლარი;
გ) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 40 ლარი.
7. ქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით, დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 9 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების განაკვეთი:
ა) ქორწინების სახლში ქორწინების რეგისტრაციისათვის – 120 ლარი;
ბ) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების რეგისტრაციისათვის სპეციალური სარიტუალო მომსახურებით – 50 ლარი;
გ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისათვის – 170 ლარი.
8. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 5 ლარი;
გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 15 ლარი;
დ) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი.
9. მოქალაქის განაცხადის საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის 10 დღის ვადაში გაცემისათვის, თუ შესაბამისი აქტის ჩანაწერი არ ინახება მოწმობის ან ცნობის გამცემ სამსახურში და საჭიროა მისი გამოთხოვა სხვა ტერიტორიული სამსახურიდან, სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 20 ლარი.
10. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის განაცხადის შეტანიდან:
ა) 45-ე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) 30-ე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 100 ლარი;
გ) მე-15 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.
11. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანისათვის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-15 დღეს სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 50 ლარი.
12. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. კანონით გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის დადგენილი საფასური
ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 21 მარტი.
№5974–რს