,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2013 წლის 28 ნოემბერი ქ. თელავი |
განთავსების ნებართვის მიღების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.
6. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
7. აუქციონზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამოტანა ხდება ლოტების მიხედვით ცალ-ცალკე.
8. აუქციონზე ლოტის წლიური საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება შემდეგი სახით;
ა) ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა და რუსთაველის გამზირი კურდღელაურის ქუჩამდე - 150 ლარი;
ბ) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის და ქალაქ თელავის (დავით აღმაშენებლის ქუჩის, მშვიდობის ქუჩის, თბილისის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირი კურდღელაურის ქუჩის დასაწყისიდან თბილისის გზატკეცილამდე, ვარდოშვილის, ალაზნის გამზირი ჭავჭავაძის გამზირიდან აღმაშენებლის გამზირამდე და ჭავჭავაძის გამზირი) –120 ლარი;
გ) ქალაქ თელავის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სოფ.აკურიდან თელავის შემოსასვლელამდე და სოფ.ვარდისუბნიდან სოფ.იყალთოს ჩათვლით და შუამთის სამონასტრო კომპლექსამდე - 80 ლარის ოდენობით.
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში (გარდა „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 იანვრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ქალაქ თელავის ცენტრალური და შუალედური ზონებისა) – 30 ლარი.
9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
თავი II
აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი
მუხლი 2. აუქციონის ორგანიზება
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებაზე აუქციონსა და პირობებით აუქციონს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.
2. აუქციონი ცხადდება თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით. აუქციონში გამარჯვებულზე ნებართვას გასცემს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
3. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებაზე აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება ნებართვის გაცემის დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
4. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემისას, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
5. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია ვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვაზე აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.telavi-gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით
გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ნებართვის გასაცემი ადგილის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) „ბეს“ რაოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის
ოდენობით;
ვ) ბიჯის სიდიდეს თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;
ზ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 20 ლარის ოდენობით.
თ) განაცხადის მიღების ადგილსა (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის
მიზანშეწონილად.
7. აუქციონი ან პირობებით აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში.
8. აუქციონის შედეგები უქმდება თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ნებართვის მიღების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე.
9. მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ მოხსენებითი ბარათი ნებართვის გამცემის სახელზე, რომელსაც ხელს აწერს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო, აუქციონის მონაწილესა და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი „ბე" სრულად ირიცხება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
10. ამ მუხლის მე–7 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე.
11. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი "ბე" სრულად ირიცხება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
12. თუ არ მოხდება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ამ შემთხვევაში აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით ნებართვის გაცემა, ამ ნებართვაზე შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტოტრიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ნებართვა ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიცა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
მუხლი 3. აუქციონის ჩატარების წესი
1.აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2.აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3.აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4.ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს.
5.აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6.აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
8. თუ არ მოხდა აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა, აუქციონი გამოცხადდება განმეორებით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი.
თავი III
ოქმის გაფორმების წესი. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის
მფლობელის პასუხისმგებლობა
მუხლი 4. ოქმის გაფორმების წესი
1.ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები.
2.აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3.გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 5. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1.კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.