2013-2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 340150000.10.003.017471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2013
matsne.gov.ge 138 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

2013-2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №304 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი 2013 - 2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს 2013‑2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმა დანართის სახით.  მუხლი 2🔗 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდო­მა­ზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინე­ბული 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების სახელმწიფო პრო­გრამა. მუხლი 3🔗 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს უწყებებისათვის შესაბამისი ბიუჯეტით და ქვეყნის ძი­რითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრუ­ლი ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. მუხლი 4🔗 სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვა­ლი­სწინებულმა უწყებებმა უზრუნველყონ მათთვის 2014 წლის ბიუჯეტით გა­მოყოფილი ასიგნების ფარგლებში და სამოქმედო გეგმით გათვალის­წინებული ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწი­ფო პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე და­სამტკიცებლად წარმოდგენა. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი