„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№ 1-1/346
სარეგისტრაციო კოდი
040110030.22.024.016302
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/346

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 (სსმ III, 06.10.2010 წ., №128, მუხ. 1864) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქონების სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.

5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა სხვა სუბიექტებზე ასევე შეიძლება განხორციელდეს უსასყიდლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.“. 

2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აქციებისა და წილების ქონების სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფორმით გადაცემისას სხვა სუბიექტი არის სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“. 

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემის წესი და პირობები

1. სხვა სუბიექტებისათვის უსასყიდლოდ აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.

2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს, რომელიც ამზადებს საკითხს, რომელიც განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება საქართველოს მთავრობას.“.

5. მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ხელშეკრულების გაფორმების წეს

1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში ქონების სააგენტო აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას.

2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სააუქციონო ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას.“.

მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი