⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2014)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,159 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
08.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 2. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის კომპენტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3. სამშენებლო საქმიანობაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. 4. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, აქვს ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები, სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. 5. სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განახორციელოს მშენებარე შენობა-ნაგებობის, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო  დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების შესახებ; დ) შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან მოახდინოს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი; ე) მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აღდგენილი რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში; ზ) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრვი ადგილებით შეზღუდვის წესებზე და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე ზედამხედველობა; თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; ი) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; კ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული  და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების) კონტროლი; ლ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩების და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; მ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება; ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; ო) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, სამსახური უფლებამოსილია: ა) მშენებლობის მონაწილეობაზე მითითებები გასცეს როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; ბ) დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: ბ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; ბ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ბ.გ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; გ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება; დ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: დ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა; დ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; დ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია; ე) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს  ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე: ე.ა) სახლმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა; ე.ბ) მიწათსარგებლობის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათსარგებლობისათვის გადაცემა; ე.გ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა; ე.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ე.ე) დასუფთავების წესების დარღვევა; ე.ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; ე.ზ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; ე.თ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; ე.ი) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; ე.კ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; ე.ლ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; ე.მ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება); ე.ნ) უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების და სტელაჟების სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების და ფირნიშების უკანონო განთავსება; ვ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში; ზ) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები,  სპეციალისტები, ექსპერტები; თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. ზედამხედველობის სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა დადგენილი წესით დამ­ტკიცებული ფუნქციური განაწილების შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას და წარუდგენს გამგებელს, საკრებულოზე დასამტკიცებლად; გ) შეიმუშავებს საშტატო ნუსხას და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას; ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოთა შესახებ; თ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. ი) სამსახურის საქმიანობაზე  ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.