⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2014)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 812 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
08.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,    სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე და  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით,  სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. 4. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები სამსახურის ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარება და წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) განათლების, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება გამგებელთან წარსადგენად; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება გამგებელთან წარსადგენად; ე) კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა; ვ) კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; ზ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; თ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ი) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების მიზნით; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული ექსკურსია-ლაშქრობების ორგანიზება; ლ) სამსახურის კოორდინაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა; განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ  მოღვაწეთა წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა; მ) ადგილობრივი სემინარების, კონფერენციებისა და კონკურსების მოწყობა-ორგანიზების მიზნით პროექტების შემუშავება და წარდგენა. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები და ვალდებულებები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით  მოიწვიოს  გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოების ხელმძღვანელები შესაბამის სფეროში და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევასთან დაკავშირებით. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები; ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა  და საკრებულოს; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის  დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე; გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; თ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; ი) ასრულებს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს; 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოვალეობას გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. დასკვნითი  დებულებები 1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.