⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2014)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 765 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
08.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗  ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის  №12/5 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, გამგეობის დებულება, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები და ეს დებულება. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება. 3. სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო  გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. სამსახურზე მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; ი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; კ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ლ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; მ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ნ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ო) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს; პ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; ჟ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; რ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს; ს) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა დადგენილი წესით დამ­ტკიცებული ფუნქციური განაწილების შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსი  არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას და წარუდგენს გამგებელს, საკრებულოზე დასამტკიცებლად; გ) შეიმუშავებს საშტატო ნუსხას და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას; ვ) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  სამსახურის ერთ-ერთი მოხელე; ი) სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.