⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,240 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №30 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო–საატესტაციო კომისიის დებულება (დანართი№1), მოხელის დახასიათება (დანართი №2) და საატესტაციო ფურცელი (დანართი №3). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო–საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად და განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა (კანდიდატთა) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესსა და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის საქმიანობას. მუხლი 1🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკონკურსო საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია: ა)საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა; გ)მოსამსახურის (კანდიდატის) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა/გათავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს, გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება. 6. საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ საჯარო მოსამსახურეები, მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. მუხლი 3🔗. კომისიის აპარატი (სამდივნო) 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს. 2. კომისიის სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით: ა) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღებას, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების ამოღებას. გ) ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის შემოწმებასა და გადამოწმებას, ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. 3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით: ა) უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრების ცალკეულ დავალებებს; 4. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს სააქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე; 5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე. 6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას. მუხლი 4🔗. საპრეტენზიო კომისია კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურეობრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი. 3. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. მუხლი 5🔗. კონკურსი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადებისდღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2014 წლის 1 იანვრამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადოს აგრეთვე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები; გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა; ვ) შესაბამისი საკონკურსოსაატესტაციო კომისიის მისამართი. 3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 4. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. 5. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა. მუხლი 6🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, 2014 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე განცხადების წარდენა შესაძლებელია არაელექტრონული ფორმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართზე; ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; გ) Curriculum Vitae (CV); დ) საქართველოს მოქალაქის მოწმობის ასლი; ე) სამოტივაციო წერილი 2. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კონკურსში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველი. 4. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნო იღებს, ამოწმებს და აანალიზებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საკონკურსო–საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს. 5. კანდიდატის კონკურში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია განცხადების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში. 6. კომისიის გადაწყვეტილება და კონკურსანტთა (კონკურში დაშვებულ პირთა) სია ქვეყნდება განცხადებების მიღების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსში დაშვებაზე ეცნობება შესაბამისი მიზეზის მითითებით. 7. საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. მუხლი 7🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო საატესტაციო კომისია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. საკონკურსო თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარაბამდე 10 დღით ადრე მაინც. მუხლი 8🔗. წერითი დავალება კონკურსის ამ ფორმის გამოყენებისას კონკურსანტს, ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებულ უფლებამოსილების შესრულებიდან გამომდინარე, ეძლევა დავალება მოამზადოს არაუმეტეს 3 გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც გადმოცემული იქნება მისი ხედვა თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებზე. მუხლი 9🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. საკონკურსო თემატიკას კანდიდატის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელი შედეგის რაოდენობა (მინიმალური ზღვარი, რომელიც თნხმდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან. მუხლი 10🔗. გასაუბრება კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნა, მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია გასაუბრების გზით. გასაუბრებისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის საჯარო მოხელე, რომლის დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა (თუ ეს პირი არა არის კომისიის შემადგენლობაში). მუხლი 11🔗. აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა შეიძლება მოხდეს აპლიკაციის შეფასება /გადარჩევით. მუხლი 12🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა კომისია კანდიდატების წერითი დავალების, ტესტირების, გასაუბრების ან/და აპლიკაციების შეფასება/გადარჩევის შემდეგ, მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. თუ კონკურსში მონაწილეობას იღებს კომისიის წევრის ახლო ნათესავი, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ და თავი შეიკვაოს ამ პირის შეფასებისას. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 6.თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუხლი 14🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15🔗. ატესტაცია 1. ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. 2. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი,პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 4. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 5. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადისუფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ. მუხლი 16🔗 ატესტაციის მიზანია: 1. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; 2. მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; 3. საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; 4. მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; 5. მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; 6. მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; 7. მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 17🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საგარეჯოს მუნიციაპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც საკონკურსოსაატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 18🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციას ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო–საატესტაციო კომისია. 2.ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი საკადრო სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს საკადრო სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე (დანართი №3). 3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4.ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების საკადრო სამსახური. 5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაცია ასევე შეიძლება მოიცავდეს „სახანძრო ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374  ბრძანებით დამტკიცებული ნორმატვივების ჩაბარებას. 7. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სფეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო–საატესტაციო კომისია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 8. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფეიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 9. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. 10. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო– საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 19🔗 მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მე–13 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 3. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 20🔗. ატესტაციის შედეგები 1. საკონკურსო–საატესტაციო  კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ. 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. მუხლი 21🔗 ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი __________________________________________________________________ დაკავებული თანამდებობა_________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ დადებითი და უარყოფითი მხარეები _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ წახალისება _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ ხელმოწერა________________________ თარიღი________________________ დანართი №3 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი __________________________________________________________ დაბადების თარიღი და ადგილი ____________________________________________________ დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება _____________________________________________________________________________ შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) _____________________________________________________________________________ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნა ___________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ საკონკურსოსაატესტაციო კომისიის რეკომენდაცია _____________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ შენიშვნა ____________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარე _____________________________________________________ კომისიის წევრები ___________________________________________________________ თარიღი ____________________________________________________________________