⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2014)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 987 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
08.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2013 წლის 29 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის  №1/2 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის  შესახებ“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტეციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 4. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. 5. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) სახანძრო უსაფთხოების ღონისძიებათა განხორციელება; ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; გ) ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაწესება; დ) სახანძრო უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე; ე) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება; ვ) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის შექმნა; ზ) მუნიციპალიტეტსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში ხანძრის ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება; თ) საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში  მონაწილეობის  მიღება; ი) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად; 2. სამსახურის ამოცანებია: ა) ორგანიზაცია გაუწიოს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში; ბ) მზადყოფნაში ჰყავდეს სამსახურის პირადი შემადგენლობა, სახანძრო ტექნიკა, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და სამსახურის შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები; გ) უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების დროული და მაღალხარისხოვანი წარმართვა; დ) განახორციელოს სამსახურის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებები; ე) ხელი შეუწყოს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად; ზ) ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა; თ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა  და საკრებულოს; ი) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა  და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამაშველო განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე; ვ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოთა შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსი ვალდებულია: ა) გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვას და მორიგე ცვლის საქმიანობას; გ) განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი; დ) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკურ და სახანძრო-სამწყობრო მომზადებას; ე) უზრუნველყოს და გააკონტროლოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება; ვ) მიიღოს სახანძრო წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის ზომები; ზ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები და ოპერატიული ინფორმაცია; თ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა; ი) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სამსახურის ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება; 5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 8. განყოფილების უფროსი: ა) ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს  შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს; ბ) ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; გ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. დ) განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამაშველო განყოფილების  ფუნქციები განყოფილების ფუნქციებია: ა) საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება; ბ) სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, გაწმენდითი  და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება; გ) საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა; დ) უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის უსაფრთხოება; ე) შეიმუშაოს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები და სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით; მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.