საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.11.2013
ძალის დაკარგვა 03.10.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.165.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ნებარ–თვის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №31 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.09.2018
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ „ქვეპუნქტის’’ და „რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტის, V და VI თავებისა, „:ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრის ფორმა (დანართი №4).
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 მაისის №19 დადგენილება
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა.
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით.
გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება ან/და უკვე არსებულზე განათავსოს გარე რეკლამა.
დ) ნებართვის საფასური – ყოველ სანებართვო წელს გადასახდელი თანხა.
ე) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება.
ვ) გარე რეკლამის ნებართვის გამცემი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
ზ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
თ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებები
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც საჯარო ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებასა და ყველაზე მაღალ ფასს (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) შესთავაზებს, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულებას აიღებს და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) შესთავაზებს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ფასი უნდა განისაზღვროს კვადრატულ მეტრზე დაწესებული ფიქსირებული თანხით თუ იგი უნდა იყოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული პროცენტული ოდენობა და სხვა) დადგენილი წესით მიიღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.
3. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება, საწყისი ფასის განსაზღვრა და სანებართვო პირობების დადგენა ხდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე.
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი და გარე რეკლამის ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ან/და მისი მომზადება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
7. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა არაუმეტეს 5(ხუთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის დღიდან.
9. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს მესამე პირებთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალების ერთ კვ.მეტრზე რეკლამის განთავსების საფასურის მინიმალური ოდენობა.
10. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს გარე რეკლამის საშუალებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.
მუხლი 4🔗.
ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი სააუქციონო ფასი (ნებართვის ფასად ფიქსირებული ფასის არჩევისას) გარე სარეკლამო საშუალების ერთი კვ.მეტრისათვის, ყოველ სანებართვო წელზე, ქ.საგარეჯოში რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის ქუჩებზე და სოფ.ნინოწმინდის №2 და №4 ქუჩებზე განისაზღვროს 25(ოცდახუთი) ლარის ოდენობით; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ საერთაშორისო გზებზე 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ფასად ფიქსირებული ფასის არჩევისას განისაზღვროს:
ა) ლოტის საწყისი სააუქციონო ფასი – გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ. მეტრზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვ.მეტრებში.
ბ) ბეს სიდიდე თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის არანაკლები 30%–ისა.
გ) ბიჯის სიდიდე თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის არანაკლები 10%–ისა.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ფასად შემოსავლიდან პროცენტის არჩევისას განისაზღვროს:
ა) ლოტის საწყისი სააუქციონო ფასი – მისაღები წლიური შემოსავლის არანაკლები 10% – სა.
ბ) ბეს სიდიდე – არანაკლები 30%, იმ თანხიდან, რომელიც მიიღება სანებართვო წელში ნებართვის მფლობელის მიერ გარე რეკლამის საშუალებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობის გამრავლებით გარე რეკლამის საშუალების კვადრატულ მეტრებზე.
გ) ბიჯის სიდიდე თითოეულ ლოტზე არანაკლები 0,5% –ისა.
მუხლი 5🔗.
აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით..
2. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება.
3. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ.
4. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე ან/და ბეჭდვით ორგანოში, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში, აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას აუქციონის ჩატარებამდე 15 კალენდარული დღით ადრე.
5. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას(აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ) ბეს,ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
8. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 6🔗.
აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
3. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთხუთმეტე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
5. აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალკ–ცალკე.
6. მონაწილემ, რომელმსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალკ–ცალკე.
7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
8. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
9. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე–2, მე–3, მე–4 და მე–6 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 7🔗.
აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონის მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს (რომლის ღირებულებასაც ყოველი კონკრეტული ლოტისათვის განსაზღვრავს ნებართვის გამცემი, მაგრამ არანაკლები 20 ლარისა) და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ლოტისათვის განსაზღვრავს ნებართვის გამცემი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, ვჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/ მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში;
10. ამ მუხლის მე–9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
11. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციომში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ღირებულება. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 8🔗.
ოქმის გაფორმების წესი
1. აუქციონის შედეგების ოქმის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო (დანართი # 2).
2. ოქმი ივსება 4(ოთხი) ეგზემპლარად.
3. ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები.
4. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია დაუყონებლივ გადაეცემა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც მას ამტკიცებს არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში და აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უმეტეს ხუთ სამუშაო დღეში, დამტკიცებულ დოკუმენტაციას გადაუგზავნის აღმასრულებელ ორგანოს.
მუხლი 9🔗.
ნებართვის შევსებისა და მისი გადაცემის წესი.
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმას (დანართი № 3), ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და დადგენილი წესით გასცემს აღმასრულებელი ორგანო.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, დადგენილი ნებართვის ფორმის სახით, ივსება 2(ორი) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს, ხოლო მეორე რჩება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შესაბამის სამსახურში, რომელსაც შესაბამისი მონაცემები შეაქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრში.
3. ნებართვა ივსება ბურთულიანი საწერი კალმით და მასში აღირიცხება:
ა) ნებართვის მიმღები და მისი მისამართი;
ბ) ნებართვის მიღების საფუძველი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა;
დ) ნებართვის გაცემის თარიღი და წელი;
ე) სანებართვო პირობები
4. ნებართვას ხელს აწერს ნებართვის მიმღები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილი პირი. ნებართვა მოწმდება წარმომადგენლობითი ორგანოს ბეჭდით.
მუხლი 10🔗.
ნებართვის აღრიცხვის რეესტრი (ჟურნალი)
1. ნებართვის გაცემა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღირიცხება ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრში (ჟურნალი), რომლის ფორმასაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი ორგანო (დანართი №4).
2. ნებართვის გაცემისთანავე მონაცემები შედის ნებართვის აღრიცხვის რეესტრში (ჟურნალი).
მუხლი 11🔗.
ანგარიშსწორება
1. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
2. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემისთანავე.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 12🔗.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე, ნებართვის გამცემის მიერ, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.ნებართვის მფლობელი ვალდებულია, გარე რეკლამის განთავსების ტექნიკურ საშუალებაზე მესამე პირების მიერ რეკლამის განსათავსებლად მათთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება ნებართვის მფლობელისათვის გადასახდელი სრული თანხა (მისაღები შემოსავალი). ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10(ათი) დღის ვადაში უნდა ეცნობოს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დადგენის მიზნით, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენაც.
4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა 6(ექვსი) თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗.
დავების გადაწყვეტის წესი
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
„ ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ „
_______________________________________
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
„ _______ „ ______________________________ 2013 წელი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისია
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
ქ.საგარეჯო “––––“ „––––––––––––––“ „ 20 ––––– „ წელი
წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------
( გვარი, სახელი,
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი, პირადი ნომერი)
აუქციონში გამარჯვებულ პირზე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------
(აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მასზე, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის“
მოთხოვნების შესაბამისად.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------
( ლოტის დასახელება,
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების ფართობი, გარე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სხვა აღწერილობა).
მდებარე _____________________________________________________________________________
(ლოტის მისამართი ან მისამართები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლოტის საწყისი ფასი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით და სიტყვიერად)
შემდგომში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ –––––––––––––––––––––––––––––– მოწყობილ
(რიცხვი, თვე, წელი)
აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით და სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში–ნებართვის მფლობელი) და მას „ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, მიეცა გარე
რეკლამის განთავსების ნებართვა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( ლოტის დასახელება,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების ფართობი, გარე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სხვა აღწერილობა).
მდებარე ___________________________________________________________________
(ლოტის მისამართი ან მისამართები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები და მხარეთა
უფლება–მოვალეობები:
____________________________________________________________
__________________________________________________________
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების განკარგვის აუქციონის
ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო
კომისიის თავმჯდომარე
გამყიდველი : სახელი გვარი
კომისიის მდივანი: სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი
მყიდველი : სახელი გვარი
დანართი №3
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა_____________________________________________________________________
( ნებართვის მიმღები და მისი მისამართი )
____________________________________________________________________________
საფუძველი-------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-____________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
__________________________ დან
___________________________ მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე
ეგზემპლარი ინახება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში.
სანებართვო პირობები :__________________________________________________________ _______________________________________________________________________________
ნებართვა გაცემულია 2013 წლის ____ _________________
____________________________ ___________________________
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნებართვის მიმღები
საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი, გვარი სახელი გვარი
ბ. ა
დანართი №4
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრი
№
ნებარ–თვის
№
ნებართვის გაცემის
(ცვლი-
ლებების,
გაუქმების)
საფუძველი
და თარიღი
ნებართვის
გამცემი
უფლება-
მოსილი
პირი
(სახელი,
გვარი)
ნებართვის
გამცემის
იური-
დიული
მისამართი
მონაცემები
ნებართვის მიმღების
შესახებ:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიულ
პირთა
რეესტრიდან-
ინდივიდუალური
მეწარმისათვის ან იურიდიული
პირისათვის( სხვა
ორგანიზაციული
წარმონაქმნისათვის)
ნებართვის
მიმღების
საფირმო
სახელწოდება
(სახელი,გვარი)
ორგანიზაციულ-
სამართლებრივი
ფორმა
მონაცემები
ნებართვის
მიმღების
შესახებ:
სახელის,
გვარის,
საცხოვრე-
ბელი და
სამუშაო
ადგილების
თაობაზე-
ფიზიკური
პირისა-
თვის
ინფორმაცია
ნებართვის
მიმღების
მისამართის
შეცვლის ან
რეორგანი-
ზაციის
შესახებ
გარე
რეკლამის
განთავსების
ნებართვის
მიღებაზე
ხელმოწერა