⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.02.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2013
ძალის დაკარგვა 17.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №195/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.022.016715
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,641 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2013 მიღება
17.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №195/ნ 2013 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №180/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 3🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარმოდგენა; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი; გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, მათი მუშაობის კოორდინაცია; ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ამ მიზნით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანალიზი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა; თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ი) სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება; კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა; ლ) საზღვარგარეთ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფა; მ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა; ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის/სამაგისტრო/დოქტორანტურის და ხელოვნების მიმართულების საგანმანათლებლო  პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება. ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება; „განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების განმხილველ კომისიაში“ მონაწილეობა; პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობა. საჭიროებისამებრ, მემორანდუმების გაფორმება; ო) სამინისტროსა და სტუდენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვების კოორდინაცია და კონტროლი; პ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის სხდომის ორგანიზება, მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის; ჟ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო ; ბ) უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველო . თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) სამმართველოს უფროსი; გ ) მთავარი სპეციალისტი; 2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით, შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში  დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებისათვის; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 10🔗 საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარმოდგენა; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი; გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, მათი მუშაობის კოორდინაცია; ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ამ მიზნით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანალიზი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა; თ) სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება; ი) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა; ლ) საზღვარგარეთ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფა; მ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11🔗 1. უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის/სამაგისტრო/დოქტორანტურის  და ხელოვნების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიანტებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება. ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება; „განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების განმხილველ კომისიაში“ მონაწილეობა; პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობა. საჭიროებისამებრ, მემორანდუმების გაფორმება; ბ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის სხდომის ორგანიზება, მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის; გ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა; დ) სამინისტროსა და სტუდენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვების კოორდინაცია და კონტროლი; ე) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 2. უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.