თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 თებერვლის №7 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი
დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები.
2.
სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის სახელით.
3.
სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.
4.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1.
სამსახურის ფუნქციებია:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება;
ბ)
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება; დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
გ)
მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
დ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტის მომზადება;
ე)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მშენებლობის გზების, ხიდების, გარეგანათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ)
წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე;
ზ)
მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება;
თ)
წინადადებების შემუშავება ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ი)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
კ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება;
ლ)
წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე, დოკუმენტების მომზადება;
მ)
წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობით უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენებიანების რეგულირების საკითხებზე;
ნ)
გეგმარებითი დავალებების მომზადება;
ო)
საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
პ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვენსტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტაციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ჟ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
რ)
მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა;
ს)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2.
სამსახურს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ნებართვები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე;
გ)
შეითანხმოს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მქონე სამეურნეო ობიექტების განლაგების და სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტები;
დ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ე)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფები –განყოფილებები:
ა)
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის განყოფილება;
ბ)
საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე)
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;
ვ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7.
განყოფილების უფროსი:
ა)
ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს (სპეციალისტები) შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს;
ბ)
ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
გ)
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
დ)
განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
8.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის განყოფილება
განყოფილების ფუნქციებია:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება;
ბ)
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება; დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
გ)
მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება;
დ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტის მომზადება;
ე)
ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევებისა და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ)
თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;
ზ)
მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით საქმიწარმოება, მშენებლობის ნებართვების გაცემის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
თ)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილების ფუნქციები
განყოფილების ფუნქციებია:
ა)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება;
ბ)
საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
გ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვენსტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტაციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
ე)
მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა;
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.