საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.12.2013
ძალის დაკარგვა 15.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №194/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016714
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.10.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№194/ნ
2013 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 თებერვლის №34/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და დანერგვის მონიტორინგი;
დ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამების ინიციირება, მათში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ე) ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები დოკუმენტების მომზადება: საგნობრივი და მეთოდოლოგიური გზამკვლევები, სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული და საგნობრივი ნაწილის სატრენინგო პროგრამები, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მეთოდოლოგიური გზამკვლევები და სხვა;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესაფასებლად კვლევების ჩატარება, ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილის, საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებული დამხმარე სასწავლო მასალების განვითარება;
ი) საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის ზოგადი განათლების ტერმინებისა და ცნებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
კ) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა;
ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საკითხებზე;
მ) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ნ) სკოლამდელი განათლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ო) სკოლამდელი განათლების ცენტრალური საკოორდინაციო და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და ფუნქციონირება;
პ) სკოლამდელი განათლების მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;
ჟ) სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება და გავრცელების ხელშეწყობა;
რ) სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისა შეგროვებისა და ანალიზის ადმინისტრირება;
ს) სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარება;
ტ) სკოლამდელი განათლების სექტორში საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
უ) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, მათ შორის, მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა;
ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
ქ) ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლესი განათლების საფეხურებზე;
ღ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;
ყ) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად;
შ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ჩ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ც) ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;
ძ) ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
წ) განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე პირებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
ჭ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
ხ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო;
ბ) ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო;
გ) სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ)დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) მთავარი სპეციალისტი
ე) უფროსი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3
. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის
უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი)
ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის
უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის
უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებისათვის;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და დანერგვის მონიტორინგი;
დ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება, მათში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ე) ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები დოკუმენტების მომზადება: საგნობრივი და მეთოდოლოგიური გზამკვლევები, სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული და საგნობრივი ნაწილის სატრენინგო პროგრამები, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მეთოდოლოგიური გზამკვლევები და სხვა;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესაფასებლად კვლევების ჩატარება, ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილის, საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.
თ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებული დამხმარე სასწავლო მასალების განვითარება.
ი) საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის ზოგადი განათლების ტერმინებისა და ცნებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
კ) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა.
ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საკითხებზე;
მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
2. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლესი განათლების საფეხურებზე;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;
დ) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად;
ე) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ვ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ზ) ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;
თ) ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
ი) განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე პირებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
კ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
ლ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
2. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სკოლამდელი განათლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და კოორდინაცია;
გ) სკოლამდელი განათლების ცენტრალური საკოორდინაციო და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და ფუნქციონირება;
დ) სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;
ე) სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება და გავრცელების ხელშეწყობა;
ვ) სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისა შეგროვებისა და ანალიზის ადმინისტრირება;
ზ) სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარება;
თ) სკოლამდელი განათლების სექტორში საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ი) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, მათ შორის, მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა.
კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
2. სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.