საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.12.2013
ძალის დაკარგვა 19.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №193/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.022.016713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№193/ნ
2013 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №76/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურიუზრუნველყოფა და ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური/ფინანსური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია;
გ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, შემუშავება და ბიუჯეტის შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;
დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ნაერთი ბალანსის შედგენა;
ე) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;
ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების ქონების აღრიცხვა, ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო სამმართველო;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) ქონების მართვის სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) უფროსი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ე) განსაზღვრავს სამინისტროს ბიუჯეტის გადასახდელების მიმართულებებს;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზებას უწევს შესაბამისი სამუშაოების
ჩატარებას;
ზ) აანალიზებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მდგომარეობას;
თ)
უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების ქონებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
კ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს/წერილებს;
ლ) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ
) ანგარიშს წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 9🔗
1. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.
2. ეკონომიკური დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს ეკონომიკური დეპარტამენტის
უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს ეკონომიკური დეპარტამენტის
მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრისა და ეკონომიკური დეპარტამენტის
უფროსის დავალებებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ეკონომიკური დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ეკონომიკური დეპარტამენტის
უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და
მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 10🔗
1.დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. საბიუჯეტო სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს, უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, დასამტკიცებლად წარდგენას და დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების დაშვებას;
ბ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს სისტემის თითოეული დაწესებულების მიხედვით გადასახდელების კვარტალური განწერის შედგენას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;
გ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
დ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის პროცედურებს;
ვ) წლიურ საბიუჯეტო კანონსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას, დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბიუჯეტო სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო:
ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
გ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;
დ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას;
ე) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღებას, სამინისტროს ნაერთი საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის) შედგენასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ზ) ახორციელებს ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. შესყიდვების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირებას;
ბ) უზრუნველყოფს წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის წარმოებას;
ე) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადებას;
ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს.
2. შესყიდვების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 14🔗
1. მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ მართვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას და ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას.
ე) სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს შესყიდვების სამმართველოს;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ასევე საწვავით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და დასაწყობებას. ასევე მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 15🔗
1. ქონების მართვის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების აღრიცხვასა და ელექტრონული რეესტრების წარმოებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების და იურიდიული პირებისათვის ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
გ)კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-მომზადებას;
დ)კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და შესაბამისი პასუხების მომზადებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტების შემუშავებაში;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ქონებრივი საკითხების განხილვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემასა და მიმოქცევაზე კონტროლს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ქონების მართვის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების მართვის უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.