საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №310
სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.017477
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №310
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ
მუხლი 1🔗
1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
ბ) სახელმწიფო მინისტრი – დიასპორის საკითხებში;
გ) სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში.
2. სახელმწიფო მინისტრებმა განახორციელონ საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები.
3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
მუხლი 2🔗
1. 2014 წლის 1 იანვრიდან დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში ჩანაწერი: „სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალოს ჩანაწერით: „სახელმწიფო მინისტრი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“.
2. დაევალოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილების პროექტების მომზადება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი