დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№45
2007 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადად გაიცეს სოციალური დახმარება თითოეულ ოჯახზე – 100 ლარის ოდენობით.
2. დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი, სრულყოფილად შევსებული, რეესტრ(ებ)ის საფუძველზე, დანართის მიხედვით.
3. ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება გაიცეს დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები რეესტრით გათვალისწინებული ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.
4. დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახების შესახებ ინფორმაციის სრულყოფისათვის სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“რეგისტრირებული ოჯახების მონაცემებიც.
5. ეთხოვოთ დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 2007 წლის 10 თებერვლამდე სააგენტოს მიაწოდონ დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების ოჯახთა სიები, დანართით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით, წერილობითი და ელექტრონული სახით.
6. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3პუნქტების საფუძველზე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გამოუყოს 600.0 ათასი ლარი.
7. სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოების შესყიდვა უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკებით.
8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრებ ოჯახთა რეესტრი
|
| ოჯახის საცხოვრებელი ადგილი | სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის | ოჯახის წევრთა რაოდენობა | |||||
| № | საკრებულო | სოფელი | მისამართი | სახელი | გვარი | დაბადების თარიღი | პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
პასუხისმგებელი პირი ---------------- --------------------- ------------------- ბ.ა.
სახელი,გვარი,ხელმოწერა
------- -------------------- 2007 წელი
დღე თვე
დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრებ ოჯახთა რეესტრის შევსების ინსტრუქცია
1. რეესტრებში მითითებული უნდა იყოს რეესტრის შევსების თარიღი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა და ბეჭედი.
2. თუ რეესტრი რამდენიმე გვერდისაგან შედგება, გვერდები უნდა დაინომროს უწყვეტი ნუმერაციით და თითოეულ გვერდზე დასმული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბეჭედი.
3. რეესტრებში შეტანილი ოჯახის მონაცემები უნდა დაინომროს უწყვეტი ნუმერაციით.
4. სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის გრაფაში უნდა მიეთითოს ოჯახის იმ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი, რომლის სახელზეც გაიცემა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება.
5. შევსებული რეესტრის ფორმა წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით. რეესტრის ელექტრონული ვერსიის ფორმაზე არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.