საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.12.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №192/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016712
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№192/ნ
2013 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში (შემდგომში - ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
1.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება – 2 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;
დ) სასურველია უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ე.ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
1.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
2.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/უფროსი სპეციალისტი
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;
დ) უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) კარგად ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ე.ბ) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
2.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
3.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
3.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება – ერთი წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;
დ) უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ე.ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
3.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.