საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.12.2013
ძალის დაკარგვა 17.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №200/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016720
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№200/ნ
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება – ჟურნალისტიკისა და PR-ის სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა;
დ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრეს-ცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.