საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.12.2013
ძალის დაკარგვა 19.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №199/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016719
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.02.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№199/ნ
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 თებერვლის №35/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;
გ) პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;
დ) ღია კონკურსის საფუძველზე, პროფესიული განათლების ხელშემწყობი პროექტების გამოვლენა და მათ განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ვ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
ზ) საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
თ) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;
ი) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
კ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ლ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში მონაწილეობა;
მ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა;
ნ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
1. პოლიტიკის სამმართველო;
2. მონიტორინგის სამმართველო;
3. სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) უფროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს და აფასებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ბ) პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების მუდმივი ანალიზი და ამ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში მონაწილეობა;
ე) პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სოციალური პარტნიორების მიერ განსახორციელებელი პროექტების შეფასება, ამ პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების პროფესიული განათლების სახელმწიფო პოლიტიკასთან თავსებადობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) რეფორმის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ანალიზი;
ზ) დეპარტამენტის ანგარიშებისა და პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
თ) პროფესიული განათლების სფეროში კვლევების საჭიროების განსაზღვრა;
ი) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;
კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ლ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. პოლიტიკის
სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი პროფესიული განათლების ნაწილში;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
დ) სამინისტროს საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ე) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
ზ) პროფესიული განათლების სფეროში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
თ) პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი;
ი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, ასევე კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების დავალებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
ლ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
მ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირება;
ნ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ო) მონიტორინგისა და შეფასების გეგმების შედგენა და განხორციელება;
პ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ჟ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. მონიტორინგის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის იდენტიფიკაცია და სეგმენტაცია;
ბ) სოციალური პარტნიორობის მექანიზმების განსაზღვრა და ამ მექანიზმების მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) სოციალურ პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია პროფესიული განათლების სფეროში;
ე) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა;
ვ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და პროფესიული სტანდარტების შემუშავება-განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
ზ) სოციალური პარტნიორობის ფორმატზე მუშაობა;
თ) პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართვის მოტივაციის მექანიზმების შემუშავება;
ი) პროფესიული განათლების პორტალის ადმინისტრირება;
კ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ლ) პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება;
მ) პროფესიული ორიენტაციის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ო)კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.