📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2013
ძალის დაკარგვა 18.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 010230010.22.023.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,357 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2013 მიღება
18.05.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დაწესებულება
სამინისტრო, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
მუხლი 2
სტაჟირება
დაწესებულებაში წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას
მუხლი 2
სტაჟიორობის კანდიდატი
პირი, რომელსაც წესის შესაბამისად დაწესებულებაში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №89 2013 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის №41 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2🔗 წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაწესებულება – სამინისტრო, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები; ბ) სტაჟირება – დაწესებულებაში წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; დ) სტაჟიორობის კანდიდატი – პირი, რომელსაც წესის შესაბამისად დაწესებულებაში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ. მუხლი 3🔗 სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება ან სწავლობს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე  და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. მუხლი 4🔗 სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. თავი II სტაჟირების კომისია მუხლი 5🔗 სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება დაწესებულების სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 6🔗 1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრებისაგან. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების თანამშრომლები. მუხლი 7🔗 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წესის მე-15 მუხლის შესაბამისად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის სამდივნოს წევრი. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს კომისიის სხდომის ოქმს, რის შესახებაც კომისიის სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თავი III სამდივნო და კონკურსი მუხლი 8🔗 1. დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 2. სტაჟიორის მიღება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე. მუხლი 9🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. სამდივნოს ევალება სტაჟიორთა კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების განხილვა. 4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ განაცხადების წარდგენა  წარმოებს სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 10🔗 1. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:  წერილობითი (ტესტირება ზოგად უნარებში ან/და თეორიულ ცოდნაში) ფორმა, ზეპირი (გასაუბრების) ფორმა. 2. სტაჟიორთა კონკურსის თემატიკას და გამსვლელ სატესტო ქულას დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების გათვალისწინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 11🔗 1. კონკუსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ინტერნეტგვერდზე. 2. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დაწესებულების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა კონკურსი; ბ) სტაჟიორთა კონკურსის თემატიკას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟიორთა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს; 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 5.  ტესტირების პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს კომისია. მუხლი 12🔗 თუ სტაჟიორთა კონკურსი ტარდება რამოდენიმე ეტაპად, შემდეგ ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გაიარა წინა ეტაპი. მუხლი 13🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატს სტაჟიორთა კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. 2. კომისია სტაჟიორთა კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების/კონკურსის შედეგებს. 3. კომისია სტაჟიორთა კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების სტაჟიორობის კანდიდატისათვის ცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს. მუხლი 14🔗 1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია სტაჟიორობის კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, რომელიც საჭიროა დაწესებულებაში სტაჟიორად დასანიშნად. 2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1). 4. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებულ კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმაში (დანართი №2). მუხლი 15🔗 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. 2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილე ყველა სტაჟიორობის კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. 3. ჩატარებული სტაჟიორთა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟიორთა კონკურსი. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, ნიშნავს სტაჟიორებად დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. 5. დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იმავდროულად არის სტაჟირების ხელმძღვანელი. მუხლი 16🔗 სტაჟიორთა კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან სტაჟიორთა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი არ იქნა არც ერთი კანდიდატურა. თავი IV სტაჟიორად დასანიშნად წარსადგენი დოკუმენტები და სტაჟირების ვადა მუხლი 17🔗 დაწესებულებაში სტაჟიორად დასანიშნად კანდიდატის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) CV ან აპლიკაცია (დანართი №3); დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან დამამთავრებელ კურსზე მისი სწავლების შესახებ; ე) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ზ) ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) რეკომენდაცია; ი) ორი ფოტოსურათი (3X4). მუხლი 18🔗 სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლის ვადით, რის თაობაზეც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 19🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟიორის მიერ სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) სტაჟიორის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელის დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით. 3. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სტაჟიორს უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება სტაჟირების ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობისადმი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. თავი V დაწესებულების მოვალეობები მუხლი 20🔗 დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. მუხლი 21🔗 1. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 22🔗 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფი. თავი VI სტაჟიორის უფლება-მოვალეობები მუხლი 23🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში; გ) გაეცნოს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება. 2. სტაჟიორი სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შედის დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში. მუხლი 24🔗 სტაჟიორი მოვალეა: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს, დაწესებულების (სტრუქტურული ქვედანაყოფების) დებულებით; ბ) დაიცვას შინაგანაწესი და საჯარო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად; ე) გაეცნოს და ხელმოწერით დაადასტუროს ვალდებულება იმ სამსახურებრივი ინფორმაციის დაცვის შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდება სტაჟირების პროცესში. მუხლი 25🔗 სტაჟიორის პირად საქმეს თან ერთვის ხელწერილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის გაცნობის შესახებ (დანართი N4). მუხლი 26🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორი მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. 2. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა.