ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული გივი ჭკადუასა და ნათელა ნიკონოვას ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №536
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული გივი ჭკადუასა და ნათელა ნიკონოვას ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწიოს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულ გივი ჭკადუასა (სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი) და ნათელა ნიკონოვას (ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩევლის, საქმეთა დროებითი რწმუნებულის მეუღლე) ოჯახებს, თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური