სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1599
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
matsne.gov.ge 447 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 1.0in 45.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1599 2013 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: 1. „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს ,,მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №782 განკარგულების საფუძველზე დადებული №201203447-BA ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ,,სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურებით.   2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანადაფინანსების სახსრები შპს ,,მშენუნივერსალს“ გადაუხადოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ სამუშაოების შესაბამისი ეტაპების მიღებისა და ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმირების შემდგომ;  ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ, დასრულებული ობიექტის მიღება განახორციელოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ დადასტურებული დოკუმენტების საფუძველზე; გ) სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და მიმდინარე მშენებლობის პროცესის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პერიოდულად განახორციელოს სამარხისა და სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი პერსონალის მონიტორინგი. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს სამარხის დაცვის კომპლექსური სისტემა. 4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებების დასრულებიდან 2 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობას  წარუდგინონ წინადადებები სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის სისტემურ მართვაზე, მოვლა-პატრონობასა და სამარხის დაცვის კომპლექსურ სისტემაზე უფლებამოსილების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს წინადადებები ამ პუნქტით  დადგენილი  ღონისძიებების დაფინანსების წყაროების განსაზღვრის თაობაზე.  პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი