ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის წევრის ხ. გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №130
2008 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის წევრის ხ. გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის ხ. გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე