2009-2011 წლებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობის შევსების, წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №628
2009 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
2009-2011 წლებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობის შევსების, წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს 2009-2011 წლებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობის შევსების, წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების თანდართული სამოქმედო გეგმა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო თანხის გამოყოფა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
2009-2011 წლებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო
კერძო სამართლის დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობის შევსების,
წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამოქმედო გეგმა
| მიზნები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობის შევსება და გაძლიერება. არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნების სასამართლოებში მიმდინარე დავებზე არსებული იურიდიული მომსახურების ხარჯების შემცირება.
| ||||
| გეგმის იმპლემენტაცია | შეფასება
| |||
| მოქმედება | შესრულების ვადა | საჭირო თანხა | დაფინანსების წყარო | მიღწეული პროგრესი
|
| 1. მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა 1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ კონკურსის გამოცხადება და მისი მოწყობის უზრუნველყოფა ერთი მრჩევლისა და საერთაშორისო არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნების სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე
1.2. გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტების აყვანა
1.3. საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის საპრემიო ფონდის შექმნა |
2009 წლის სექტემბერი
2009 წლის ოქტომბერი
|
დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს
66 000 ლარი (ხელფასი მრჩევლისა და სამმართველოს უფროსისათვის 12 თვის განმავლობაში; 1500 ლარი მრჩევლისათვის, 4 000 ლარი _ სამმართველოს უფროსისათვის)
36 000 ლარი (თვეში 3 000 ლარი) |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტში კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც მიზნად ისახავს სამინისტროს მიერ დაქირავებული იურიდიული ფირმების სამუშაოს ეტაპობრივ შემცირებას
|
|
2. სტაჟიორების აყვანა 2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ კონკურსის გამოცხადება და მისი მოწყობის უზრუნველყოფა სტაჟიორების ასაყვანად
2.2. სტაჟირების პირობების შესაბამისად არა უმეტეს 5 ანაზღაურებადი სტაჟიორის აყვანა |
2009 წლის სექტემბერი
2009 წლის ოქტომბერი |
დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს
24 000 ლარი (ანაზღაურება 5 სტაჟიორისათვის 12 თვის განმავლობაში; 400 ლარი თვეში)
|
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა |
1. თარგმანის, სამართლებრივი კვლევისა და სხვა სამუშაოთა შესრულებისათვის დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა მიერ დახარჯული დროის შემცირება სტაჟიორების გამოყენებით
2. დამწყები პერსპექტიული იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების გზით მაღალკვალიფიციური კადრების გაზრდა, რომლებიც მომავალში დასაქმდებიან დეპარტამენტში/სამინისტროში |
| 3. კერძო სამართლის დეპარტამენტში დასაქმებულ მრჩეველთა კვალიფიკაციის ამაღლება 3.1. უცხო ენის (ინგლისური) 2-3-თვიან კურსებზე უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსება დეპარტამენტის 2 თანამშრომლისათვის
3.2. კერძო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტრენინგების მოწყობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით
3.3. კერძო სამართლის დეპარტამენტის არა ნაკლებ 5 თანამშრომლის მივლინება საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებში 3-6 თვით სტაჟირებისათვის
|
2009 წლის ნოემბერ-დეკემბერი
2009-2010 წლები
2010 წელი
|
8 500 ლარი ერთი პირისათვის კურსის ღირებულების, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების ჩათვლით (17 000 ლარი ორი პირისათვის)
15 000 ლარი 12 თვის განმავლობაში[1]
9 000 ლარი ერთი პირისათვის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების ჩათვლით (45 000 ლარი 5 პირისათვის)
|
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი |
საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა საერთაშორისო და უცხო ქვეყნების კანონმდებლობის კვლევისა და დავების პროცესში სახელმწიფოს ეფექტიანი წარმომადგენლობის თვალსაზრისით
შესაბამის სამართლებრივ და სხვა დისციპლინებში ცოდნის ამაღლება და უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა
საერთაშორისო იურიდიული ფირმების მუშაობის გაცნობა საკუთარი შრომისუნარიანობის ამაღლება და საქმის მომზადების სტრატეგიის შესწავლა/გაუმჯობესება |
| 4. საშუალო და გრძელვადიანი ინვესტირება საერთაშორისო არბიტრაჟებისა და საერთაშორისო სამართალწარმოების თვალსაზრისით
4.1. აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მიღების შემთხვევაში თანამშრომელთა სწავლის დაფინანსება საჯარო სამსახურში 3-წლიანი შრომითი ხელშეკრულების პირობით |
2010-2011 წლები
|
12 000 ლარი ერთი პირისათვის (აუცილებელია მინიმუმ 2 ადამიანის გაგზავნა)
|
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდი |
ქვეყნისათვის საჭირო პროფესიონალების მომზადება მომავალში უცხოური ფირმების დაქირავების შემცირების მიზნით |
|
12 თვის ბიუჯეტი სულ: 102 000 ლარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდისათვის; 106 000 ლარი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან (შესაძლოა ამ თანხას გამოაკლდეს 24 000 ლარი სტაჟიორების ანაზღაურებისათვის, ამ შემთხვევაში ეს თანხა გადავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნაში).
სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება: 240 000 ლარი.
| ||||