ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.12.2013
გამომცემი ორგანო ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ნომერი №11/071
სარეგისტრაციო კოდი 300310000.25.017.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი | სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება 06.11.2007
დოკუმენტის ტექსტი
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბრძანება №11/071
2013 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-14 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 25 მარტის №449 კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტისა და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 81 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 26 დეკემბრის 14 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცვლილების ტექსტის ძირითად ტექსტთან შეუთავსებლობის გამო ვერ ხერხდება კოდიფიკაცია.
სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი