თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.12.2013
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.163.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცემის თარიღი |
| სანებართვო მოწმობის N | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2–ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად;
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად;
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი N1
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. თელავის მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ;
2. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს არანაკლებ სამ დამცავ ნიშანს.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შეიძლება მიეცეს გამგეობის ერთ - ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, სათანადოდ გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა - ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული გამგეობის თანამშრომლის მიერ.
2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:
ა) ნებართვის გაცემის თარიღი;
ბ) ნებართვის მოქმედების ვადა;
გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი;
დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დასახელება მისამართი/ ადგილმდებარეობა;
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი;
ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი;
ზ) სანებართვო პირობები;
თ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;
ი) მშენებლობის პროცესის განხორციელების ზედამხედველობის ეტაპები.
3. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ინახება პასუხისმგებელ პირთან.
4. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.
მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა
1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტი გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი N2
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა
მშენებლობის სანებართვო მოწმობა
ნებართვა N
ნებართვის გაცემის თარიღი: 20 წლის -------------------
ნებართვა ძალაშია 20 წლის -------------------- მდე.
ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: 20 წლის ----------------
დამკვეთი: ----------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი)
მშენებლობის ობიექტი: -----------------------------------------------------------------------
(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი / ადგილმდებარეობა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი)
სანებართვო პირობები:
მშენებარე ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის
განყოფილების მიერ ობიექტის მშენებლობის დათვალიერება და სათანადო ოქმების
გაფორმება მშენებლობის შესაბამის ეტაპებზე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა გაიცა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20 წლის ----- N---- ბრძანებით.
ნებართვაზე ხელმომწერი პირი: ------------------------------------ --------------------------
სახელი, გვარი ,თანამდებობა
ბ.ა.
დანართი N3
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
სანებართვო მოწმობის მიმღები პირი
№
გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის №
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
ხელმოწერა
დანართი N4
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი
სანებართვო მოწმობის ჩამოწერის
აქტი N
ქ. თელავი ________ 20_ წელი
სანებართვო მოწმობის N
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით.