სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №678
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული სწავლების ცენტრების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
| ნიკა გილაური | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე |
| მალხაზ აკიშბაია | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე |
| ზურაბ ალავიძე | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| ჯამბულ ბაკურაძე | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე |
| თეა გულუა | - | საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი |
| დენის დავითაშვილი | - | საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე |
| გიორგი კაკაბაძე | - | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი |
| ლევან კვაჭაძე | - | ექსპერტი |
| ვახტანგ ლეჟავა | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი |
| ილია მაღალაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
| ელგუჯა მელაძე | - | საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი |
| ხათუნა ოჩიაური | - | საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
| ირაკლი პეტრიაშვილი | - | საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე |
| აკაკი სეფერთელაძე | - | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| თეა სიფრაშვილი | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| თამარ ტაბიძე | - | სსიპ – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ `იკაროსის~ დირექტორი |
| ნიკოლოზ ფრუიძე | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე |
| ირინე ქურდაძე | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე |
| ირაკლი ღვალაძე | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| ზაზა ცირამუა | - | სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი |
| მარინე ჭოღოშვილი
| - | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. |
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური