ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2013
ძალის დაკარგვა 10.02.2015
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 644 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2013 მიღება
10.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე იასონ ჭუმბურიძე საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,52 0,8
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №22 2013 წლის 6 დეკემბერი ქ. ჭიათურა    ქალაქ ჭიათურის  ტერიტორიის ზონირებისა და  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. ჭიათურის ტერიტორია დაიყოს სამ ზონად: ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებად. მუხლი 2🔗 1. ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში დამტკიცდეს: ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. 2. ქ. ჭიათურის შუალედურ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის, გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმ.გერმანეს, ცხოვრებაძის, 9-აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. 3. ქ. ჭიათურის პერიფერიულ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩა №94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის მე-4 შესახვევი), წმ. გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.   მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქ. ჭიათურის ზონირების თანდართული სქემატური რუკა (დანართი №1). მუხლი 4🔗 დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად №2 დანართის მიხედვით. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03 თებერვლის №5 დადგენილება. ბ) ,,ქ.ჭიათურის ტერიტორიის ზონირების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტტის 2011 წლის 18 მარტის №5 დადგენილება.     მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე დანართი №1 დანართი №2 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად მუხლი 1🔗 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 (ერთი) კვ.მ. ფართობზე გამოიანგარიშება შემდეგი  ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების მიხედვით; ბ) IMG არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მიკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0,52-ს. გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი დადგენილი ზონების მიხედვით და შესაბამისად უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის - 1,2-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის - 1,0-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,8-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია. ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის 80-ს. მუხლი 2🔗 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,52 1,2 0,24 80 12,0 შუალედური ზონა 0,52 1,0 0,24 80 10,0 პერიფერიული ზონა 0,52 0,8 0,24 80 8,0 მუხლი 3🔗 სოფლებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 40%-ით და იგი შეადგენს 4,0 ლარს. მუხლი 4🔗 დასახლებათაშორის არეალებში 1 (ერთი) კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 3,0 ლარს. მუხლი 5🔗 დასახლებათაშორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 (ერთი) კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5,0 ლარს.