საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2013
ძალის დაკარგვა 01.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №314
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017481
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №314
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
მუხლი 2🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის დანიშვნა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი