სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №712
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თხოვების ფორმითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადით, გადაეცეთ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ იურიდიულ პირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ვიდეომონიტორინგის დაუბრკოლებელი განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობები (დანართის შესაბამისად).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირებმა შექმნან სათანადო პირობები მათ საკუთრებაში არსებულ ფართობზე საბაჟო საწყობების ვიდეოსათვალთვალო მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნის, ასევე დანართით გათვალისწინებული ვიდეოსიგნალის რეალურ რეჟიმში გადაცემის უზრუნველმყოფი აპარატურის დამონტაჟებისა და შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
| № | საბაჟო საწყობის დასახელება
|
მისამართი | არხი DV R | რაოდე-ნობა
|
| 1 | შპს „ლასარე ” | ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია | 8 | 1 |
| 2 | შპს „გაკო ტერმინალი ” | ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება | 8 | 1 |
| 3 | შპს „ინტერტრანსი ” | ქ. თბილისი, ვანის ქ. №1 | 8 | 1 |
| 4 | შპს „რუსთავტერმინალი ” | ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. № 38 | 4 | 1 |
| 5 | შპს „ზაჰესი 2007” | დაბა ზაჰესი, მშვიდობის ქ. №105ა | 8 | 2 |
| 6 | შპს „ბარვილ ჯორჯია ” | ქ. ფოთი, ტაბიძის ქ. № 3 | 16 | 1 |
| 7 | შპს „სოვტრანსავტო ჯორჯია” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 7 | 4 | 1 |
| 8 | შპს „უშბა დისტილერი ” | ქ. თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. № 20 | 4 | 1 |
| 9 | შპს „სამგორი-2100” | ქ. თბილისი, ლილო | 8 | 1 |
| 10 | შპს „ჯორჯიან ალიანსი ” | ქ. თბილისი, სამგორის ჩიხი № 4 | 4 | 1 |
| 11 | შპს „ბრიზი ” | ქ. ფოთი ლარნაკას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია | 4 | 1 |
| 12 | შპს „არაგვი ” | ქ. ფოთი, ფალიაშვილის ქ. № 20 | 4 | 1 |
| 13 | შპს „ესპერანსი ” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 12 | 4 | 1 |
| 14 | შპს „ლოჯისტექსი ” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 12 | 8 | 1 |
| 15 | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 9 | 4 | 1 | |
| 16 | შპს „კავტრექს ფოთი ” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 15 | 8 | 1 |
| 17 | შპს “ალმარსერვისი ” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 2 | 4 | 1 |
| 18 | შპს „აისბერგი ” | ქ. თბილისი, სამგორის ქ. № 9 | 4 | 1 |
| 19 | შპს „შავი ზღვის ტერმინალი ” | ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი, 5800 | 16 | 1 |
| 20 | შპს „საქართველოს საჰაერო კარიბჭე ” | თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია | 8 | 1 |
| 21 | შპს „№ 1 ლიქიორისა და არყის ქარხანა სამგორი ალკო” | ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №12 | 4 | 1 |
| 22 | შპს „ტერმინალი კომპლექსი თბილისი ” | ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტრის ქ. №1 | 8 | 1 |
| 23 | შპს „სილქ როუდ მოტორსი ” | ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. №10 | 8 | 1 |
| 24 | შპს „აისბერგი ” | ქ. ფოთი, რუხაძის ქ. | 4 | 1 |
| 25 | შპს „უშბა ტრანსი ” | ქ. თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. №20 | 4 | 1 |
| 26 | შპს „ფორტე ” | ქ. გორი, შინდისის გზატკეცილი №25 | 8 | 1 |
| 27 | შპს „ავაზა ” | ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №104ა | 8 | 1 |
| 28 | შპს „ავერსი ფარმა ” | ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. №14 | 8 | 1 |
| 29 | შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი” | ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი № 1 | 16 | 1 |
| 30 | შპს „კაპიტალპოინტი ” | ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. № 1 | 8 | 1 |
| 31 | შპს „ადლიის ტერმინალი „TO RIA ” | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია | 8 | 1 |
| 32 | შპს „კაისა ” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 12 | 8 | 1 |
| 33 | შპს „ესპერანსი ” | ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. № 12 | 4 | 1 |
| 34 | სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ” | ქ. სამტრედია, ამირან ბახტაძის I ჩიხი № 23 | 16 | 1 |
| 35 | სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" | ქ. თბილისი, სადგურ „ლილო”-ს მიმდებარე ტერიტორია | 8 | 1 |
| 36 | შპს „დაიკა ” | ქ. ქუთაისი, ბუკიას ქ. № 23 | 4 | 1 |
| 37 | შპს „ევრ-აზია 2008” | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი | 8 | 1 |
| 38 | შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი” | ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №11 | 16 | 1 |
| 39 | შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ L TD ” | ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. № 4 | 16 | 1 |
| 8 | 1 | |||
| 40 | შპს „ფორტროუზ ჯორჯია ” | ქ. თბილისი, ფონიჭალა 0165 | 8 | 1 |
| 41 | შპს „არკო ” | ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი №8 | 8 | 1 |
| 42 | სს „ლილო-1” | ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №14 | 16 | 1 |
| 8 | 2 | |||
| 43 | სს „იბერია რეფრეშმენსტი ” | ქ. თბილისი, ორხევი თეთრი ხევი ჰესის დასახლება | 8 | 1 |
| 44 | შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპ ” | ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ჩიხი №158 | 8 | 1 |
| 45 | შპს „დოკი ” | ქ. თბილისი, ფონიჭალის დასახლება მაცივრის მიმდებარე ტერიტორია | 4 | 1 |
| 46 | შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ-საქართველო ” | ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. № 52 | 8 | 2 |