სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №714
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 სექტემბრის №15/1058 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი №2-ში, მე-3 სართულზე არსებული 3060.87 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობისა (სარეგისტრაციო №01.15.05.075.011.01.504) და მე-2 სართულზე არსებული 3306.91 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის (სარეგისტრაციო #01.15.05.075.011.01.503), მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით, გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2009.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მიღებულია 29.09.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №714. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №714, 29.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2108430/