აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2013
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №24
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;
ი) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
კ) ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
ლ) აფხაზეთის მთავრობის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“;
მ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ნ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.