საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს- ინკუბატორის" შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს- ინკუბატორის" შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №26
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ“
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი“;
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ (ა. ძაგანია) უზრუნველყოს:
ა. სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცება და აღნიშნული იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის“ მისამართად განისაზღვროს ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. №1.
4. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია