„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ“
მიღების თარიღი 05.12.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2013 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №27
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას" ჩამოყალიბების შესახებ
მუხლი 1🔗. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის" (შემდგომში ანსამბლი) რეორგანიზაცია, ანსამბლის შემადგენლობიდან გამოეყოს საგუნდო კაპელა და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დიმიტრი ჯაიანი) უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას" სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას" დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
გ) ანსამბლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დიმიტრი ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ (ა. ძაგანია) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასთვის" საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა) აღნიშნული ცვლილება გაითვალისწინოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტში.
5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა ( ო. გარმელია) .
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია