„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 09.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №319
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017486
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №319
2013 წლის 9 დეკემბერი
ქ.თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2013 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს პოლონეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი