„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მიღების თარიღი 09.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
matsne.gov.ge 129 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 2013 წლის 9 დეკემბერი    ქ. თბილისი „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების აღმასრულებელი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქარ­თველოს კა­ნო­ნის მე‑18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამ­ტკიცდეს 2013 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავ­რობასა და პო­ლონეთის რესპუბ­ლი­კის მთავრობას შორის საერთა­შო­რი­სო საავტო­მო­ბი­ლო მიმოსვლის შეს­ა­ხებ“ შეთანხმების აღმას­რუ­ლე­ბე­ლი ოქმი. მუხლი 2🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარ­ლა­მენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ოქმის და­დების შე­­­­სახებ; ბ) შეატყობინოს პოლონეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგე­ნი­ლე­ბის პირველი მუხლით გათვალისწინებული ოქმის ძალაში შესვლი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრი­დან დასრულების თაობაზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი