აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.12.2013
ძალის დაკარგვა 10.10.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| სასწავლებლის დასახელება | სწავლის პერიოდი |
| კურსის, ტრენინგის დასახელება | კურსის, ტრენინგის ჩატარების ადგილი და პერიოდი |
| ორგანიზაციის დასახელება | დაკავებული თანამდებობა |
| უცხო ენა | საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად |
| პროგრამა | საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.10.2014
- აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, აუქციონის ფორმით პირობებით პრივატიზებისას პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის უფლებით ქონების გაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 18.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2013 წლის 9 დეკემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისადაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, დანართი №1–ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კანდიდატის განაცხადის, კანდიდატის შეფასების, მოხელის დახასიათებისა და საატესტაციო ფურცლის ფორმები დანართი №2–ის, დანართი №3–ის, დანართი №4–ის და დანართი №5–ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის საქმიანობის
წ ე ს ი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
ეს წესი ვრცელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსა და ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და საკონკურსო-სააატესტაციო კომისიის (შემდგომში –კომისია) საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗.
კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის, კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
თავი II
საკონკურსო–საატესტაციო კომისია
მუხლი 3🔗.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
3. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოახდინოს მისი ატესტირება), მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები, საკრებულოს წევრ(ებ)ი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე მათი თანხმობით.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში –სამდივნო).
2. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:
ა) კანდიდატების განცხადებებისა და დოკუმენტების მიღებას, შენახვას და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას;
გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას.
მუხლი 5🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის უფლება–მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კომისიას აქვს ბეჭედი, შტემპი და კომისიის ბლანკი აბაშის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 6🔗.
კონკურსის მიზანი და ამოცანა
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანაა კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა.
მუხლი 7🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას უკვე არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთებით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს კომისიას.
3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებასა და გამოქვეყნებას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, უზრუნველყოფს კომისია. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე.
4. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება და რაოდენობა;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (განათლება, კვალიფიკაცია და უნარები);
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ვ)შესაბამისი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართი;
5. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა;
6. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, აგრეთვე, შესაძლებელია განცხადების წარდგენა არაელექტრონული ფორმით კომისიის სამდივნოში, წერილობითი ფორმით, სხვა წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 8🔗.
მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საკრებულოს დადგენილებით.
3. მოხელეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 9🔗.
საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა)კონკურსში მონაწილეობის შესახებ კანდიდატის განაცხადის ფორმა (დანართი №2);
ბ)ავტობიოგრაფია(CV)
გ)განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები(საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
დ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
მუხლი 10🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების, გასაუბრების ან/და წერითი დავალების მიცემის ფორმით.
3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს (ტესტირება, გასაუბრება, წერითი დავალება), პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვება.
მუხლი 11🔗.
ტესტირება
1. ტესტის ფორმას, შეფასების კრიტერიმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 12🔗.
გასაუბრება
კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ–ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების თაობაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 13🔗.
კონკურსის შედეგები
1. კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად და ივსება კანდიდატის შეფასების ფორმა (დანართი №3).
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებლის ვაკანსიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) ან გამგებელს (გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არცერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
თავი IV
ატესტაცია
მუხლი 14🔗.
ატესტაციის მიზნები და ამოცანა
1. ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
დ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ე) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ვ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
2. ატესტაციის ამოცანაა მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
მუხლი 15🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე, 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს;
4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 16🔗.
ატესტაციის ჩატარების დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საკრებულოს აპარატი და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 17🔗.
ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №4). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. საკრებულოს აპარატში საკრებულოს აპარატის უფროსი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათებას (დანართი №4). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
4. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
5. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
6. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრების, ტესტირების, ან/და წერითი დავალების ფორმით.
7. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
8. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
9. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც პირი მუშაობს.
10. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის მე–18 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 18🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის დროს კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე–5 მუხლის შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
მუხლი 19🔗.
ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს, საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები(დანართი №5).
3. მოხელე საატესტაციო ფურცელს შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
თავი V
საპრეტენზიო კომისია
მუხლი 20🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო- საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკუსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 21🔗.
დავის გადაწყვეტა
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის განაცხადის ფორმა
პირადი ინფორმაცია
სახელი, გვარი
დაბადების რიცხვი, თვე, წელი
ტელეფონი (სახლის, მობილური)
მისამართი (იურიდიული, ფაქტობრივი)
ელ. ფოსტა
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №,
პირადი №
განათლება
სასწავლებლის
დასახელება
სწავლის
პერიოდი
სპეციალობა
კვალიფიკაცია
საკვალიფიკაციო კურსები
კურსის, ტრენინგის დასახელება
კურსის, ტრენინგის ჩატარების ადგილი და პერიოდი
სამუშაო გამოცდილება
ორგანიზაციის
დასახელება
დაკავებული
თანამდებობა
მუშაობის პერიოდი
ორგანიზაციის
მისამართი
უცხო ენების ცოდნა
უცხო ენა
საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პროგრამა
საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ
კანდიდატის შეფასების ფორმა
კანდიდატის სახელი, გვარი
სტრუქტურული ერთეულის უფროსის სახელი, გვარი
ვაკანსიის დასახელება
გასაუბრების თარიღი
შეაფასეთ კანდიდატი შკალით 1–დან 4–მდე მოცემული ფაქტორების მიხედვით (1 – არადამაკმაყოფილებელი; 2 – საშუალო; 3 – კარგი; 4 – ძალიან კარგი).
სამუშაო გამოცდილება: შეაფასეთ რამდენად შეესაბამება კანდიდატის სამუშაო გამოცდილება და
კვალიფიკაცია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებს.
კომენტარი:
განათლება: შეაფასეთ რამდენად შეესაბამება კანდიდატის განათლება ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებს.
კომენტარი:
ანალიტიკური აზროვნება (ივსება იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ თანამდებობას გააჩნია შესაბამისი მოთხოვნები): შეაფასეთ კანდიდატის ანალიტიკური აზროვნება.
კომენტარი:
ლიდერობა (ივსება იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ თანამდებობას გააჩნია შესაბამისი მოთხოვნები): შეაფასეთ კანდიდატის ლიდერობის უნარი (სტრატეგიული აზროვნება, თვითკონტროლი, სხვათა დარწმუნების უნარი, და ა.შ.).
კომენტარი:
კანდიდატის ზოგადი შეფასება: იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა გასაუბრება, მაგრამ არ შეესაბამება ვაკანტურ თანამდებობას, გთხოვთ მიუთითოთ ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ მისი მუშაობა.
კანდიდატის შეფასება: გასაუბრების საფუძველზე შეაფასეთ, თუ რამდენად შეესაბამება კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობას (შეესაბამება) (არ შეესაბამება).
მოხელის დახასიათება
მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადებითი და უარყოფითი მხარეები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წახალისება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური
წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა ––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი და ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები ––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოხელის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––