საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურის შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 30/01/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:76.5pt 55.35pt 45.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
2001 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურის შესახებ
საკონტროლო საქმიანობის ორგანიზაციული ერთიანობისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალური უფლებებით აღჭურვილი საპრეზიდენტო კონტროლის ძლიერი, ქმედითუნარიანი რგოლის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №1128 განკარგულების მოთხოვნის შესრულების მიზნით:
1. საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის განყოფილება გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურად.
2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურის თანდართული დებულება.
3. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დაამტკიცოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურის საშტატო ნუსხა.
5. საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების შემოწმების საქმეში სამინისტროების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების აპარატებში არსებული კონტროლის შესაბამისი ქვედანაყოფების, ან ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების მუშაობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურს.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კონტროლის სამსახური (შემდგომში – კონტროლის სამსახური) არის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი და საქართველოს პრეზიდენტის სახელითა და დავალებით ახორციელებს საპრეზიდენტო კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, აგრეთვე საქართველოს სუბიექტების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დავალებათა შესრულების კონტროლს.
2. კონტროლის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის აქტები და დავალებები, აგრეთვე ეს დებულება.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას კონტროლის სამსახური თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საქართველოს პარლამენტისა და მისი კომიტეტების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატებთან, კონტროლის პალატასთან, სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ბიუროებთან, საბჭოებთან და კომისიებთან.
II. კონტროლის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. კონტროლის სამსახურის ძირითადი ამოცანაა განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საქართველოს სუბიექტების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი და შედეგების შესახებ ინფორმაციები და წინადადებები წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს.
2. კონტროლის სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) ამზადებს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს ანალიტიკურ ინფორმაციას სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, საქართველოს სუბიექტების სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ბ) ამოწმებს საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულებისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მათი ხელმძღვანელებისა და ცალკეული თანამდებობის პირების მიერ გაწეულ მუშაობას;
გ) აანალიზებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი ქვედანაყოფების მიერ ადგილებზე განხორციელებულ საკონტროლო საქმიანობას, ანზოგადებს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკას საკონტროლო საქმიანობის სფეროში და შეაქვს წინადადებები მისი სრულყოფისათვის;
დ) სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს კონტროლის სამსახურისა და აღმასრულებელ ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული მუშაკების პროფესიული მომზადებისათვის.
3. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს სამსახურს უფლება აქვს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საქართველოს სუბიექტების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისაგან, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საჭირო დოკუმენტები, მასალები და წერილობითი განმარტებები, სხვა ინფორმაციები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების შემოწმებისათვის კონტროლის სამსახურის ამოცანების შესაბამისად;
ბ) მოიწვიოს დადგენილი წესით კონტროლის სამსახურის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო დაწესებულებების, მაკონტროლებელი და საფინანსო ორგანოების მუშაკები;
გ) ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მონაცემების საინფორმაციო ბანკით;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის, ვადის დარღვევით ან უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირებს მოთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ დარღვევების შესახებ;
ე) მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს მათი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის, ვადის დარღვევით ან არასრულყოფილად შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი თანამდებობის პირების პერსონალური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ) გაუგზავნოს მიწერილობა გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებს, რომლებმაც თხუთმეტ დღეში უნდა განიხილონ და უპასუხონ მიღებული ზომების შესახებ.
III. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული საფუძვლები და სტრუქტურა
1. კონტროლის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კონტროლის სამსახურის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია კონტროლის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ორგანიზაციას უწევს და წარმართავს კონტროლის სამსახურის საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დავალებათა შესრულების შემოწმებას;
გ) ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს სამსახურის სახელით გამოცემულ დოკუმენტაციასა და ოფიციალურ კორესპოდენციას;
დ) შემოწმებისას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებაში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით შესაბამის მასალებს უგზავნის მაკონტროლებელ ორგანოებს;
ე) კონტროლის სამსახურის უფლებებიდან გამომდინარე შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების შემოწმების შედეგების განხილვისათვის იწვევს სამთავრობო დაწესებულებების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა პასუხისმგებელ პირებს;
ზ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და განყოფილებათა უფროსების კანდიდატურებს.
3. კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
4. კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეები:
ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოფენ კონტროლის სამსახურის გამართულ მუშაობას მათზე დაკისრებული მიმართულებების მიხედვით;
ბ) მონაწილეობენ სამსახურის კადრების შერჩევა-მომზადების საკითხებში, აკონტროლებენ შესაბამისი ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, წარუდგენენ წინადადებებს სამსახურის უფროსს თანამშრომელთა მიღება-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული სასჯელის დადების შესახებ;
გ) უზრუნველყოფენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებისა და დავალებების დროულად შესრულებას;
დ) სამსახურის უფროსის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს კონტროლის სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კონტროლის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კონტროლის სამსახურის საინსპექციო განყოფილება;
ბ) კონტროლის სამსახურის ანალიზისა და დაგეგმვის საინფორმაციო განყოფილება.
6. კონტროლის სამსახურის განყოფილების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით.
7. კონტროლის სამსახურის განყოფილებების უფროსები:
ა) წარმართავენ განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებენ დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) სამსახურის უფროსს განსახილველად წარუდგენენ განყოფილების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მასალას, წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
8. კონტროლის სამსახურის განყოფილებათა უფროსები და თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.