„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1686-Iს
სარეგისტრაციო კოდი
280070000.05.001.017229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3მუხლი:

„მუხლი 31. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური) სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის წესდებით (დებულებით), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვის მიზნით, მისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო.“.

2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24მუხლი:

„მუხლი 241. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ამ მუხლის ამოქმედებიდან:

ა) 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წესდება (დებულება);

ბ) 10 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;

გ) 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) 30 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 

2. ამ მუხლის ამოქმედების დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

3. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ფორმირებისათვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ნოემბერი 2013 წ.

N1686-Iს