სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№312
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

სსიპ – საქარ ველოს დაზღვევის სახელმწიფო   ზედამხედველობის სამსახურში საჯარო ინფორმაცი

საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ –საქარ თ ველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  2013 წლის საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშს.(აქვე მოგახსენებთ, რომ სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება საქმიანობას შეუდგა მ/წ ივლისის თვიდან).

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2013 წლ ი ს 10დეკემბრის მდგომარეობით სულ შემო სულ იქნა 4 განცხადება. შემოსული განცხადებებიდან:

ა) 3შემთხვევაში გაიცა  საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად; 

ბ)  0 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 

გ) 0 განცხადება განხილვის პროცესშია;

 დ) 1 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ რომ განმცხადებელი ითხოვდა განმარტებებს იმ საკითხებზე, რომელიც სცილდებოდა სამსახურის კომპეტენციას.

გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს სამსახურის უფროსი  ლაშა ნიკოლაძე.

რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ სამსახურში მოქმედებს შესაბამისი რეესტრი, სადაც სათანადოდ არის აღრიცხული საჯარო ინფორმაცია მისი დასახელების, მიღების, დამუშავების,  გამოცემის თარიღის, ასევე იმ პირის  ( დასახელების)   მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა და /ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.  ამასთან, სამსახურს გააჩნია ოფიციალური ვებ–გვერდი, რომელიც ქმნადობის პროცესშია, თუმცა მასზე ქვეყნდება ყველა ის საჯარო  ინფორმაცია, რომელსაც სადაზღვევო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს და შესაბამისად, დისციპლინურ სახდელებს სამსახურში ადგილი არ ჰქონია.

 

აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ, არ შემოსულა. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა  ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

აღნიშნულ პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა ან საჯარო ინფორმაციასთან   დაკავშირებით საჩივარი არ შემოსულა.  

რაც შეეხება საკანონმდებლო აქტებს, რომლითაც სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–3 თავი და  კანონი ’’დაზღვევის შესახებ’’ (მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტები), რომლის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს სამსახურის მხრიდან მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოების დაცვას.

აღნიშნულ პერიოდში მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის  მოთხოვნების დარღვევის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამასთან, არ დაფიქსირებულა სხვა რაიმე პრეტენზია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი შემთხვევა. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მ იერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთანავე, ადგილი არ ჰქონდა  მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

სამსახურის უფროსი                                                                                             ლაშა ნიკოლაძე