ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 06.12.2013
ძალის დაკარგვა 24.09.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
📜 ცვლილებების ისტორია (10)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| საკრებულოს თავმჯდომარე რობერტი რუხაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
| ფუნქცია | პრიორიტეტულობა |
| განათლება (ხარისხი) | სავალდებულო |
| სფერო/ ფაკულტეტი | სავალდებულო |
| გამოცდილების ხანგძლივობა | სავალდებულო |
| უცხოური ენა | სავალდებულო |
| უცხოური ენების ცოდნის დონე | ვერბალური კომუნიკაცია |
| კომპიუტერული პროგრამები | თემატური კატეგორია |
| საკვანძო კომპეტენციები | სავალდებულო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2013 წლის 6 დეკემებრი
ქ. ხონი
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტის შესახებ,, საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი #1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
ატესტაციისას მოხელთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილ;ებით განსაზღვრულუ დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის 4 დეკემბრით დაამტკიცოს დანართი №2 ფორმით განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოს აღწერილობები.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
.ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს,გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა).ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ).საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Misrosoft Office Word, Misrosoft Office Excel) და Internet ExpLorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა;
გ.ა). საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,,
გ.გ.) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,,
გ.დ.) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ,,;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,II, III და IV თავები);
გ.ვ.) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
გ.ზ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება:
გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
მუხლი 2🔗
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი , პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე(საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო ანარები.
მუხლი 3🔗
გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4🔗
გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობა.
მუხლი 5🔗
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილ ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები
მუხლი 6🔗
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები
მუხლი 7🔗
სახანძრო–სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ მეხანძრე–მაშველის სერტიფიკატი
დანართი №2
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა
აღწერილობა
მუხლი 1🔗
ზოგადი ინფორმაცია
ორგანიზაციული ერთეული
თანამდებობის დასახელება
პოზიცია (ფუნქცია)
ანაზღაურება
სამუშაოს განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
ფუნქცია
პრიორიტეტულობა
დროის დანახარჯი(%)
ანგარიშვალდებულება
ანგარიშვალდებულების ფორმა
სამსახურებრივი ზედამხედველობა
ზედამხედველობის ფორმა
საქმიანი შიდა კონტაქტი
შიდა კონტაქტის ფორმა
საქმიანი გარე კონტაქტი
გარე კონტაქტის ფორმა
სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განათლება და გამოცდილება
განათლება (ხარისხი)
სავალდებულო
სასურველი
სფერო/ ფაკულტეტი
სავალდებულო
სასურველი
სამუშაო გამოცდილება
დარგი
გამოცდილების ხანგძლივობა
სავალდებულო
სასურველი
სამუშაოე შესრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები
საქართველოს კონსტირუცია;
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,,
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,,
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ,,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი(II,II,III და IV თავები)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება(რეგლამენტი)
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
შესაბამისი სამსახურის დებულება
დანარჩენ გრაფებში მიეთითება
ფუნქციების შესასრულებლად
საჭირო სხვა ნორმატიული აქტები
სპეციალური ტრენინგები
ტრენინგების თემატიკა
უცხოური ენა
სავალდებულო
სასურველი
უცხოური ენების ცოდნის
დონე
ვერბალური კომუნიკაცია
წერილობითი კომუნიკაცია
კომპიუტერული პროგრამები
თემატური კატეგორია
ცოდნის დონე
საკვანძო კომპეტენციები
სავალდებულო
სასურველი
მუხლი 2🔗.
სამუშაოთა აღწერილობის დანართის განმარტება.
ორგანიზაციული ერთეული – მიეთითება სტრუქტურული ერთეულის დასახელება
თანამდებობის დასახელაბა – მიეთითება შტატით გათვალისწინებული თანამდებობა,
პოზიცია (ფუნქცია) – მიეთითება ის კონკრეტული ფუნქცია/როლი, რომლის შემცირებაცევალება მითითებულ თანამდებობაზე დანიშნულ თანამშრომელს. ანუ იდენტურ თანამდებობაზე შესაძლოა განსხვავებული ფუნქციების (პოზიციების) მიბმა
ანაზღაურება – მიეთითება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
სამუშაოს განაკვეთი – მიეთითება განაკვეთის სახეობა( სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი(დისტანციური)
ფუნქცია – დეტალურად ჩამოითვლება ის საკითხები, რომელთა შესრულებაც ევალება ამ თანამდებობის პირს.
პრიორიტეტულობა – ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება მისი მნიშვნელობით (მაღალი,საშუალო,დაბალი)
დროის დანახარჯი(%) – ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება თანამდებობის პირის მიერ ამ საკითხზე სამუშაო დროის ხარჯვის პროცენტული მაჩვენებლით.
ანგარიშვალდებულება – მიეთითება ის თანამდებობის პირი ვის წინაშეც უშუალოდ არის ანგარიშვალდებული ეს თანამდებობის პირი (ვისგან ხდება სამუსაოსთან დაკავშირებით დავალებების მიღება)
ანგარიშვალდებულობის ფორმა – მიეთითება ანგარიშვალდებულობის პერიოდულობა (ყოველკვირეული, ყოველთვიური,კვარტალური) და ფორმა(წერილობითი,ზეპირი)
სამსახურებრივი ზედამხედველობა – მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) ვისაც უწევს ეს პირი სამსხურებრივ ზედამხედველოვას (აძლევს დავალებებს, ამოწმებს სამუშაოს შესრულებას და ა.შ.)
ზედამხედველობის ფორმა – მიეთითება ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა (პერმანენტული, დავალების შესრულების შემდგომი, პერიოდული)და წესი (ზეპირი,წერილობითი)
საქმიანი შიდა კონტაქტი – მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულების სტრუქტურული ერთეული, ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
შიდა კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ)
საქმიანი გარე კონტაქტი –მიეთითება დაწესებულების გარეთ ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულება(დაწესებულებები), ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
გარე კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობათა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ)
სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალურიუ რესურსები – მიეთითება
განათლება– (ხარისხი) – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების ხარისხი(დოქტორი,მაგისტრი,ბაკალავრი)
სფერო/ფაკულტეტი – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების სფერო
დარგი– მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო დარგობრივი ცოდნა (იურიდიული,ეკონომიკური,განათლება, აუდიტი და ა.შ).
გამოცდილების ხანგრძლივობა– მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოსშესასრულებლად სავალდებულო და სასურველი სამუშაოს გამოცდილების სტაჟი
სამუშაოს შესრულებისათვის საირო ნორმატიული აქტები – მიეთითება ის სავალდებულო ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნას აუცილებელია მოხელის მიერ თანამდებობით დადგენილი ფუნქციების შესასრულებლად.(ნიმუშში მითითებულია მხოლოდ ის ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნაც საჭიროა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის(გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურისა)
ტრენინგების თემატიკა – მიეთითება იმ შესაძლო ტრენინგების თემატიკა,რომელთა გავლაც საჭიროა ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად.
უცხოური ენა – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი უცხო ენები
უცხოური ენების ცოდნის დონე – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებულისამუშაოს შესასრულებლად უცხო ენების ზეპირი და წერითი საჭირო ცოდნის დონე
კომპიუტერული პროგრამები – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კომპიუტერული პროგრამები(საოფისე პროგრამები, სტატისტიკური პროგრამები, ანგარიშგების/საბუღალტრო პროგრამები, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამები და ა.შ) და მათი ცოდნის დონე
საკვანძო კომპეტენციები – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები(მოცემული ცხრილიდან ერთი ან რამდენიმე)
გუნდური მუშაობა
პასუხისმგებლობის გრძნობა
ორიენტირება პროფესიულ ზრდაზე/სწავლაზე
დარგობრივი ცოდნა/კომპეტენტურობა
ავტონომიურობა
კომუნიკაციის უნარი
ლიდერობა
ეთიკურობა
პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
ორგანიზებულობა
შედეგზე ორიენტირებულობა
სტრესგამძლეობა
კრეატიულობა
ინიციატივიანობა
კრიტიკული აზროვნება
სანდოობა
ორიენტირება დეტალებზე
სხვა
ორგანიზაციული ერთეული – მიეთითება სტრუქტურული ერთეულის დასახელება
თანამდებობის დასახელაბა – მიეთითება შტატით გათვალისწინებული თანამდებობა,
პოზიცია (ფუნქცია) – მიეთითება ის კონკრეტული ფუნქცია/როლი, რომლის შემცირებაცევალება მითითებულ თანამდებობაზე დანიშნულ თანამშრომელს. ანუ იდენტურ თანამდებობაზე შესაძლოა განსხვავებული ფუნქციების (პოზიციების) მიბმა
ანაზღაურება –მიეთითება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
სამუშაოს განაკვეთი – მიეთითება განაკვეთის სახეობა( სრული, ნახევარი, საათობრივი, დაუსწრებელი(დისტანციური)
ფუნქცია – დეტალურად ჩამოითვლება ის საკითხები, რომელთა შესრულებაც ევალება ამ თანამდებობის პირს.
პრიორიტეტულობა – ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება მისი მნიშვნელობით (მაღალი,საშუალო,დაბალი)
დროის დანახარჯი(%)– ფუნქციით გათვალისწინებული თითოეული საკითხი ფასდება თანამდებობის პირის მიერ ამ საკითხზე სამუშაო დროის ხარჯვის პროცენტული მაჩვენებლით.
ანგარიშვალდებულება –მიეთითება ის თანამდებობის პირი ვის წინაშეც უშუალოდ არის ანგარიშვალდებული ეს თანამდებობის პირი (ვისგან ხდება სამუსაოსთან დაკავშირებით დავალებების მიღება)
ანგარიშვალდებულობის ფორმა – მიეთითება ანგარიშვალდებულობის პერიოდულობა (ყოველკვირეული, ყოველთვიური,კვარტალური) და ფორმა(წერილობითი,ზეპირი)
სამსახურებრივი ზედამხედველობა –მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) ვისაც უწევს ეს პირი სამსხურებრივ ზედამხედველოვას (აძლევს დავალებებს, ამოწმებს სამუშაოს შესრულებას და ა.შ.)
ზედამხედველობის ფორმა – მიეთითება ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა (პერმანენტული, დავალების შესრულების შემდგომი, პერიოდული)და წესი (ზეპირი,წერილობითი)
საქმიანი შიდა კონტაქტი – მიეთითება ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულების სტრუქტურული ერთეული, ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
შიდა კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ)
საქმიანი გარე კონტაქტი–მიეთითება დაწესებულების გარეთ ის თანამდებობის პირი(პირები) და დაწესებულება(დაწესებულებები), ვისთან საქმიანი კონტაქტით უწევს მას დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
გარე კონტაქტის ფორმა – მიეთითება რა ფორმით ხორციელდება შიდა საქმიანი ურთიერთობათა(თათბირი, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ)
სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები– მიეთითება
განათლება – (ხარისხი)– მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების ხარისხი(დოქტორი,მაგისტრი,ბაკალავრი)
სფერო/ფაკულტეტი – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო და სასურველი განათლების სფერო
დარგი – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად სავალდებულო დარგობრივი ცოდნა (იურიდიული,ეკონომიკური,განათლება, აუდიტი და ა.შ).
გამოცდილების ხანგრძლივობა – მიეთითება ამ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოსშესასრულებლად სავალდებულო და სასურველი სამუშაოს გამოცდილების სტაჟი
სამუშაოს შესრულებისათვის საჯარო ნორმატიული აქტები– მიეთითება ის სავალდებულო ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნას აუცილებელია მოხელის მიერ თანამდებობით დადგენილი ფუნქციების შესასრულებლად.(ნიმუშში მითითებულია მხოლოდ ის ნორმატიული აქტები, რომელთა ცოდნაც საჭიროა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის(გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურისა)