სსიპ ქალაქ თბილისის №99 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ქალაქ თბილისის 99  საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიშ

 

დანართი 1

სსიპ - ქალაქ თბილისის 99  საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები

1.სკოლის საქმისწარმოების/დოკუმენტბრუნვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზა

2. სკოლის ფინანსების მონაცემთა ბაზა

3. სკოლაში დასაქმებულების/მასწავლებლების მონაცემთა ბაზა

4. სკოლის მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა

5. სკოლის პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზები.

 

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ

სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

   2013  წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

1.სკოლის საქმისწარმოების/დოკუმენტბრუნვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზა

2. სკოლის ფინანსურ მონაცემთა ბაზა

3. სკოლაში დასაქმებულების/მასწავლებლების მონაცემთა ბაზა

4. სკოლის მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა

5. სკოლის პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზები.

   პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

 

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ

2013                წლის განმავლობაში სსიპ - ქალაქ თბილისის №99 საჯარო სკოლაში შემოვიდა:

1.       სკოლაში შემოსულია 691 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე .

2.       სკოლაში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.

3.       სკოლაში ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 691 მოთხოვნა.

4.      საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე  უარი არ გაცემულა.

სკოლაში ინფორმაციის გაცემა/არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია სკოლის დირექტორი მაკა ჭიაბერაშვილი.

5.      სკოლის მიერ რადგან არ ყოფილა უარი  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, შესაბამისად, არ დაფიქსირებულა გასაჩივრება  გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ.

6.      2013 წლის განმავლობაში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა  დარღვევა  პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ არ დაფიქსირებულა.

7.      სკოლის კოლეგიალური ორგანოების მიერ 2013 წლის განმავლობაში არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ.

8.      სკოლის მიერ რადგან არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად არ ყოფილა გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

 

სკოლის დირექტორის მ.შ.                            . ჭიაბერაშვილი